Fragments of Poti

axes_edited-2

Wikipedia only confirms my suspicion that the axe is the oldest tool in human history. Used to split and cut wood, for farming and as a weapon or ceremonial object. Through the prism of history and archeology, these objects can tell several overlapping stories. They tell of the migration of skills, the penetration of new ideas as well as the trade of physical resources. All before the internet.

He tells us that weapons like this were found in Hittite culture, but these axes are also modified, adorned with local ornamentation. This shows that people back then were able to adopt developed technologies, then transform them for use in their own culture. Eventually, when they stopped using the bronze axes as weapons, exchanging them for iron blades, they became purely ritual objects. Bronze does not corrode as easily as iron, however long it has been in the ground. Though the surfaces are pitted they have a protective patina from oxidization, which colours the metal from lime green to dark brown. Ores of copper and arsenic were abundant here, along with plenty of forest to provide fuel for burning. It takes 300 kg of charcoal to make 1 kg of copper, which itself is obtained from 30 kg of sulphide ore. Bronze came from a natural or artificial mix of copper and arsenic, which resulted in a stronger metal which was easier to cast and shape.

This mastery of metallurgy changed society. They heated the metal in crucibles, then cast it into moulds made from stone or clay. Pure copper melts at 1084 degrees centigrade, whereas bronze melts at 950 degrees with arsenic or tin as the additive. Once the metal cooled and solidified, it would be polished or hardened by beating the working edge with a hammer, thinning out the metal to increase its strength. Some axes were engraved or decorated as appropriate.

He stares at the axe and wonders how many secrets there are still to be revealed in this Colchian earth? His Grandmother once told him, ‘Oh, when you are a historian, you will have good job, be in government, be respected. Perhaps you will be a Professor. You will be rich.’ If only this were so. Sometimes he thinks, Grandmother why did you encourage me to do this? If I studied law, maybe I would have good money today. Instead his head is full of history; Russian history, German history, Georgian history, not to mention the miscellaneous influences of Scythians, Urartians, Greeks, Byzantines and Persians.

Bronze axes, Colchis, 700 - 600 B.C.

ვიკიპედია მხოლოდ ამყარებს ჩემს ეჭვს იმის თაობაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცული უძველესია იარაღია, რომელიც გამოიყენებოდა ხის დასაჩეხად და მოსაჭრელად, ფერმერობისთვის და როგორც იარაღი ან სარიტუალო საგანი. ისტორიისა და არქეოლოგიის ჭრილში ამ საგნებს შეუძიათ რამოდენიმე ერთმანეთის გადამფარველი ამბის გადმოცემა. ისინი გვიამბობენ ცოდნის მიგრაციის, ახალი იდეების შემოდინებისა და მატერიალური რესურსების გაცვლის შესახებ შესახებ.

აქვე ირკვევა, რომ მსგავსი იარაღები ასევე აღმოჩენილია ხეთურ კულტურაში, მაგრამ ეს ცულებიც ასევე მოდიფიცირებულია და გაფორმებულია ადგილობრივი ორნამენტებით. ეს იმას მოწმობს, რომ კოლხები წარმოადგენდნენ აღმოსავლეთის დიდი ცივილიზაციის ნაწილს. თუმცა, ეს ცული მოდიფიცირებულია და დამშვენებულია ადგილობრივი ორნამენტებით, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ იმ ეპოქის მოსახლეებს შეეძლოთ არა მხლოდ განვითერებული ტექნოლოგიების შეთვისება, არამედ შეეძლოთ ამ ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია საკუთარ კულტურაში. საბოლოოდ, როდესაც მათ შეწყვიტეს ბრინჯაოს ცულების გამოყენება საბრძოლო იარაღად და ჩაანაცვლეს ლითონის   დანებით, ეს ბრინჯაოს ცულები იქცა სარიტუალო საგნებად. ფოლადისგან განსხვავებით ბრინჯაო მიწაში ისე ადვილად არ იჟანგება. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირი ნადებს იკეთებს, მათ აქვთ კოროზიისგან დამცავი პატინა, რომელიც ღია მწავნე შეფერილობიდან მუქ ყავისფრად ფერავს ლითონს.

აქაურობა მდიდარი იყო სპილენძისა და დარიშხანის  საბადოებით, უხვ ხის მასალასთან ერთად, რომელსაც შეშად მოიხმარდნენ. 300 კგ ნახშირია საჭირო 1 კგ სპილენძის მისაღებად, რაც თავისთავად მიიღება 30 კგ სულფიდის მადნისგან. ბრინჯაო მიღებულ იქნა სპილენძის და დარიშხანის  ბუნებრივი ან ხელოვნური ნაზავისგან, რის შედეგადაც ვიღებთ უფრო ძლიერ ლითონს გამოსაბრძმედად და გამოსაჭედად. ნამდვილი სპილენძი დნება 1084 გრადუსზე, მაშინ როდესაც ბრინჯაო დნება 950 გრადუსზე იმ შემთხვევაში თუ დანამატის სახით დარიშხანი ან კალა ერევა. მეტალურგიის განვითარებამ შეცვალა საზოგადოება. ლითონის გაცხელება დაიწყეს ციცხვში, შემდეგ ისხმებოდა თიხის ან ქვის ყალიბებში. გაციების  და გამყარების შემდეგ ის იწმინდებოდა ან იბრძმედებოდა ჩაქუჩის დარტყმით მოსაგლუვებლად, ამგვარად თხელდებოდა ლითონი რაც მატებდა სიძლიერეს. ზოგი ცულის გრავირება ან გაფორმება ხდებოდა.

ის აკვირდება ცულს და ფიქრობს კიდევ რამდენი საიდუმლოს ამოცნობა ელის წინ კოლხურ სამყაროში? ბებია ერთ დროს ეუბნებოდა ‘როდესაც ისტორიკოსი გახდები, კარგი სამსახური გექნება, მთავრობაში იქნები და პატივსაცემი პიროვნება იქნები. ალბათ პროფესორი გახდები. მდიდარი იქნები.’ ნეტავი ასე ყოფილიყო. ზოგჯერ ფიქრობს, ბებია რატომ წამაქეზე ამ გზას დავდგომოდი? იურისპუდენცია რომ მესწავლა, ალბათ დღეს შეძლებული ვიქნებოდი. სანაცვლოდ მისი გონება სავსეა ისტორიით, რუსეთის ისტორიით, გერმანიის ისტორიით, საქართველოს ისტორიით, რომ არაფერი ვთქვათ სკვითების,ურარტუელების, ბერძნების, ბიზანტიელების და სპარსების გავლენებზე.

ბრინჯაოს ცული, სარიტუალო ფუნქციის, ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნე.